რეზონანსი
27.03.2020

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას განცხადებით, თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე ფასები აპრილში აუცილებლად მოიმატებს.

ხოლო, თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3-იან ნიშნულზე ჩამოვიდა, როგორც მან განაცხადა, მაშინ ფასები უცვლელი დარჩება.

„ეს ნიშნული თუ შენარჩუნდა, დღევანდელ დღეს რაც არის, დაახლოებით, 3.3, სწორება იქნება ამ ნიშნულზე და ამის მიხედვით მოხდება ფასების დაკორექტირება, რომელსაც, ალბათ, აპრილის თვეში მივიღებთ. აპრილში რიგ პროდუქტზე ფასები აუცილებლად მოიმატებს. პირველადი პროდუქტის გარდა, სხვა დანარჩენი პროდუქტი მარჟას ვერ უძლებს. კურსზე ბევრია რამე დამოკიდებული, ხოლო თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში დასტაბილურდა და 3-იან ნიშნულს დაუბრუნდა დოლარის ღირებულება, რა თქმა უნდა, გადაიხედება. პირდაპირ ვიტყვი, არავის ინტერესში არ შედის ფასების ზრდა, უბრალოდ კომპანიებისთვის არის წამგებიანი ამ კურსით მუშაობა, თორემ თუ კურსი შეიცვალა და ნორმალურ ნიშნულზე, 3.0-ზე ჩამოვიდა, ამ შემთხვევაში აღარ აიწევს, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ, რომ ზოგადად კრიზისია. 3.3 იმის წინაპირობას ნამდვილად არ გვაძლევს, რომ პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს, ვინაიდან მაქსიმალური ზღვარი, რაც კომპნიებს ჰქონდათ აღებული, ეს იყო - 3.0 დოლართან მიმართებაში, ევროსთან მიმართებაში კი -3.3", - განუცხადა ივა ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×