რეზონანსი
27.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით დაიფიცირებულ ორსულ ქალზე ისაუბრა. ცერცვაძის თქმით, ქალი მშობიარობამდე შეძლებს ვირუსისგან განკურნებას.

„ორსული ქალი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ორსულთან დადასტურება რაიმე განსაკუთრებული არ არის, მით უმეტეს, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში არ გადაეცემა. ასე რომ, ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს", - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×