რეზონანსი
27.03.2020

ლია კა­პა­ნა­ძე მკე­რა­ვია, სა­კუ­თა­რი სამ­კერ­ვა­ლო აქვს და ჰყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც კერ­ვას ას­წავ­ლის.

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ინ­ფი­ცირ­და და აფ­თი­ა­ქებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა, ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტა, პირ­ბა­დე­ე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ე­კე­რა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსას­ყიდ­ლოდ და­ე­რი­გე­ბი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა რომ და­ფიქ­სირ­და, ხალ­ხი ძა­ლი­ან შე­შინ­და. შე­ში­ნე­ბულ თვა­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, აზრი გა­მიჩ­ნდა, პა­ტა­რა ქველ­მოქ­მე­დე­ბა მეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა - ჩემი სახ­სრე­ბით პირ­ბა­დე­ე­ბი შე­მე­კე­რა. სიმ­სივ­ნით და გარ­და­მეც­ვა­ლა ახ­ლა­ხანს, რი­თაც გულ­მოკ­ლუ­ლი ვარ და პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, ჩემი ნა­ხე­ლა­ვის პირ­ვე­ლი პარ­ტია სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს გა­და­ვე­ცი.

მე­კი­თხე­ბი­ან, არ ყი­დი­თო? ამა­ში ფულს რო­გორ ავი­ღებ?! როცა ამ­დენ ადა­მი­ანს უჭირს, ამ დროს ფუ­ლის გა­კე­თე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მინ­დო­და, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის საქ­მე­ში წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა.

და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 ცა­ლამ­დე მაქვს შე­კე­რი­ლი. ჩემი პირ­ბა­დე­ე­ბი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარს და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრსაც გა­და­ვე­ცი, ასე ცოტ-ცო­ტა­ო­ბით ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს შე­ვახ­ვედ­რე. თან, ასე­თი პირ­ბა­დის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ირე­ცხე­ბა, იხარ­შე­ბა და გა­უ­თო­ვე­ბით კი ყვე­ლა­ნა­ი­რი ბაქ­ტე­რია და მიკ­რო­ბი ნად­გურ­დე­ბა..." - განიცხადა "ამბებს" ლია კა­პა­ნა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×