რეზონანსი
25.03.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​67 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

წუხელ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი დილიდანვე გაიზრდებოდა, რაც დადასტურდა კიდეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×