რეზონანსი
25.03.2020

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც. როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა.

რუსული მედია იუწყება, რომ ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×