რეზონანსი
25.03.2020

ცოტა ხნის წინ, მარნეულში სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდნენ. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ცნობით, საველე ჰოსპიტალთანაც სასწრაფოები იდგა და მათ პაციენტები გადაჰყავთ თბილისში.

მანამდე, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8050 ადამიანი გამოიკვლიეს.

დღეს, ამირან გამყრელიძემაც და თენგიზ ცერცვაძემაც განაცხადეს, რომ ელოდებიან ინფიცირებულთა მატებას – უკავშირდება თუ არა ეს მატება მარნეულს?

ეს ხვალ დილით გახდება ცნობილი, რადგან ბატონმა ამირანმა დააანონსა, რომ დილისათვის შესაძლებელია, კიდევ რამდენი ადამიანს დაუდგინდეს კორონავირუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×