რეზონანსი
25.03.2020

ჩინეთში კიდევ ერთი ვირუსის, სახელწოდებით "ჰანტავირუსის" შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს. ჩინეთში, იუნანის პროვინციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ჰანტავირუსი დაუდგინდა. ტესტირება ჩაუტარდა სხვა 32 მგზავრსაც.

ფაქტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაჩნდა ჰეშთეგი #hantavirus. თუმცა მეცნიერებმა მალევე განმარტეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს იშვიათად გადაეცემა, თუმცა არსებობს უფრო ნაკლებად მძიმე სამხრეთ-ამერიკული ფორმა, რომელიც შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს.

ვირუსი პირველად 1950 წელს, ამერიკულ-კორეული ომის დროს დააფიქსირეს. მისი მთავარი გამავრცელებლები ვირთხები იყვნენ.

ჰანტავირისი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

ვირუსები გადააქვთ მღრნელებს. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა.

იმის გამო, რომ მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია, საუკეთესო თავდაცვა ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომისგან არის მღრნელებისა და მათი გავრცელების ადგილებისგან თავის არიდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×