რეზონანსი
25.03.2020

სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის სამართავად შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსი შეიძლება გადამდები იყოს მიცვალებულიდანაც: 

"დიახ, უნდა დაიცვა სიფრთხილის ზომები, რადგან მიცვალებულის სხეულის ზედაპირზე და ტანსაცმელზე შეიძლება ვირუსი იყოს, სიფრთხილე უნდა დაიცვას, ვინც ასე ვთქვათ, გააპატიოსნებს მიცვალებულს და ტანსაცმელს აცმევს – მან ხელთათმანები უნდა იხმაროს და ხალათი ეცვას. როცა მიცვალებული დასვენებულია და შენ სამძიმარზე მიდიხარ, იქ კატეგორიულად არ გადაგედება. გადამდები შეიძლება იმისთვის იყოს, ვინც მიცვალებულს შეეხება და ხელს არ დაიბანს", - განუცხადა "ალიას" ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×