რეზონანსი
25.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ხვალ დილით კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ეპიდემიას ვერ ავცდებით იმიტომ, რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია. აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს. კვლევაში არის კიდევ რამდენიმე ნიმუში და წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×