რეზონანსი
24.03.2020

კორონავირუსი ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება.

ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა.

კლინიკა „მედკაპიტალის" ექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი" ავრცელებს.

ექიმი ქალბატონი გახლავთ და ის 14 მარტს დაბრუნდა ამერიკიდან საქართველოში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×