რეზონანსი
24.03.2020

ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა. BBC წერს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად უარესდება. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით მთლიანობაში 2 696 ადამიანია დაღუპული, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 673-ია. დაავადებულთა შორის 5 400 სამედიცინო სფეროს თანამშრომელია.

მადრიდში, კატალონიასა და ბასკეთის მხარეში გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში 3 794 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ევროპაში, ესპანეთი და იტალია კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×