რეზონანსი
24.03.2020

სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის შე­საქ­მნე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წა­მა­ლი უკვე შე­იქ­მნა და ამ ეტაპ­ზე მისი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გან კი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ უკვე არ­სე­ბულ წამ­ლებს ცდი­ან. ტეს­ტი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლია აშშ-ში, ევ­რო­პა­ში, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნებ­ში.

ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და მი­მარ­თა­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტულ მე­თო­დებს უკვე არ­სე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ნი­დერ­ლან­დებ­ში, ბელ­გი­ა­ში, ლუქ­სემ­ბურ­გში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა არ კონ­კრეტ­დე­ბა, თუ რამ­დენ ადა­მი­ან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

იკვ­ლე­ვენ ისეთ წამ­ლებს, რო­ო­გო­რე­ბი­ცაა რემ­დე­სი­ვი­რი (ებო­ლას სა­წი­ნაღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი), ლო­პი­ნა­ვი­რი (შიდსის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი), ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი).

რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, მე­დი­კო­სე­ბი მთა­ვარ იმედს მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ­ზე, ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე ამ­ყა­რე­ბენ, რო­მე­ლიც ქლო­რო­ქი­ნის ერთ-ერთი ვერ­სი­აა. ეს წა­მა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1940 წლი­დან არ­სე­ბობს.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აპ­რილ­ში უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×