რეზონანსი
24.03.2020

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო დღეს გადახდისუუნაროა და სექტორს სასიცოცხლოდ ესაჭიროება კომუნალური გადასახადების დასაფარად დეპოზიტების გამოყენება.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა report.ge-ს განუცხადა სასტუმროები გაზისა და შუქის გადასახადს ვერ იხდიან.

"სასტუმროების 95% დახურულია, ზოგი კი საკარანტინე ზონად არის გადაკეთებული. რესტორენების მიმართულება სრულად პარალიზებულია. მათი ფუნციონირება აკრძალულია, პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა კი უსამსახუროდ დარჩა. ობიექტებს ყოველდღიურად ეთიშებათ გაზი და დენი, რადგან გადასახადს ვერ იხდიან. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიაზე აბონენტად ფიქსირდები, თითქმის ყველა ობიექტს აქვს დიდი თანხა დეპოზიტის სახით. ვითხოვთ, რომ ამ დეპოზიტების გამოყენების საშუალება მოგვეცეს ანუ ამ თანხებიდან მოხდეს დავალიანების გადახდა, რაზეც უარს გვეუბნებიან", - განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა report.ge-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×