რეზონანსი
24.03.2020

ესპანეთში, არმიის ჯარისკაცებმა, რომლებიც ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარებიან, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მოხუცები სავარაუდოდ თავშესაფრის მომსახურე პერსონალმა მიატოვა. ესპანეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ხელისუფლება იქნება სასტიკი მათ მიმართ, ვინც მოხუცებს შეუბრალებლად და ცუდად მოექცევა.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მადრიდში დროებით პროზექტურას ყინულის მოედანზე მოაწყობენ. 23 მარტს ესპანეთში კორონავირუსით 462 ადამიანი დაიღუპა. სულ კორონავირუსით 2182 პაციენტია გარდაცვლილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×