რეზონანსი
24.03.2020

მარნეულიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა არ შეინიშნება.

„ქალბატონი რომელიც არის ამრნეულიდან, 62 წლის, მსიი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან გვაქვს დადებითი დინამიკა. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს", - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 60 პაციენტია და დღეს ლუგარიდან 24 პაციენტის ანალიზების შედეგებს ელოდებიან.

გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტია მოთავსებული. მათგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×