რეზონანსი
24.03.2020

23 მარტს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა სხდომა, რომლის შემდეგაც გადაწყდა, რომ ქვეყანაში 24 მარტიდან 20 აპრილამდე კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო APA ავრცელებს.

ამ პერიოდში, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლის დატოვება. იზღუდება ბაქოში, სუმჰაიტსა და აბშერონში ავტომობილების გადაადგილება. ასევე წყდება ყველა საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლებმაც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა ჩაიყვანოს სამშობლოში.

აიკრძალება ქუჩებში, პარკებსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×