რეზონანსი
24.03.2020

ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი გეგიამ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარება შეაფასა და შემდეგი სახის მიმართვა გამოაქვეყნა:

„ძალიან მძიმე კვირა დაიწყო. ვფიქრობ ახლა გამოჩნდება რის მაქნისები ვართ, რა შეგვიძლია. ეს იქნება კვირა როცა გამოყოფილი 4 კლინიკა ვერ აუვა ნაკადს. მზად ვართ? არა. მზად არ ვართ. გვეშინია? გვეშინია. რის იმედი გვაქვს? ერთადერთი იმედი ამ ძნელბედობის ჟამს არის ჩვენი ერთი ხედვა, ერთი მიზნისკენ სვლა, დავალების გაგება და შესრულება. ჩვენ იმ საქმეს რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ, თქვენი გასაკეთებელიც ძალიან ბევრია და რთული, მაგრამ გთხოვთ… დარჩით სახლში“ - დაწერა გოგა გეგიამ.

მოგვიანებით, მან ეს პოსტი საკუთარი გვერდიდან აიღო და შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:

„მოკლედ… დიდი ლანძღვა-გინება მივიღე პოსტისთვის, რომელიც საჭირო იყო დამედო. დიდი მადლობა… მლანძღეთ, ოღონდ სახლებიდან. სჯობს დღეს გვლანძღოთ „პესიმიზმისთვის“ ვიდრე 1 თვის შემდეგ იმისთვის, რომ არ გაგაფრთხილეთ. მიყვარხართ ყველა, მე სხვა არაფერი მამოძრავებს, მთავარია თქვენი ჯანმრთელობა“, – დაწერა მან.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×