რეზონანსი
23.03.2020

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იკლებს. ცოტა ხნის წინ განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 602 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე მონაცემებით, შემცირებულია დაინფიცირების რაოდენობაც. ახალი დაინფიცირებულების რაოდენობა 4790 ადამიანია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6078 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408 ადამიანით გაიზარდა და 7432 შეადგინა. ამ დროისთვის, მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში 63 928 ადამიანია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×