რეზონანსი
23.03.2020

კორონავირუსის წინააღმდეგ, მალარიისა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის, ჰიდროქსილქლოროკინის ეფექტურად მუშაობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მარტს გამოაცხადა, რის შემდეგაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა "ქლოროკინის" გამოყენების ნებართვა გასცა.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ მედიკამენტს ქართველი ექიმებიც იყენებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ", - განაცხადა ცერცვაძემ. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, ამ წამლის ყიდვას აზრი არ აქვს და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

იმავე წამლის შესახებ ალაპარაკდნენ საფრანგეთშიც. ტესტი გამოსცადეს კორონავირუსით დაინფიცირებულ 24 პაციენტზე და წამლის მიღების შემდეგ ყველა განიკურნა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გასცა ბრძანდება რათა დამზადდეს ქლოროკინის მილიონობით კაფსულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×