რეზონანსი
23.03.2020

ევოლუშენ გეიმინგის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც იქ მომუშავე თანამშრომელი ყვება, ობიექტი დახურულია, რადგან ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე რამოდენიმე ადამიანი სიცხით გადაყვანილია საავადმყოფოში.

„კომპანია ევოლუშენ გეიმინგი არ ემორჩილებოდა წესებს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაშინაც კი არ დაკეტეს და აგრძელებდნენ მუშაობას. თანამშომლები სიცხიანი დადიოდნენ და ამ კომპანიაში ათასობით ადამიანი მუშაობს, რომელთანაც ჩვენ უშუალო კონტაქტი გვქონდა მაშინ, როდესაც მორიგეობას გადავაბარებდით ერთმანეთს. მეც ჩემი თანამშრომლებისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურეს კორონავიურუსიო, თუმცა ამას ასე არ აფიშირებენ. ჩვენთან ბოლნისელი დილერებიც მუშაობენ, არ გამოვცრიცხავ, სწორედ რომელიმე მათგანი იყოს ვირუსის ჩამომტანი", - გვიყვება წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×