რეზონანსი
23.03.2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია მიმდინარეობს. Imedinews-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისში, მათ გადადებაზე, ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია.

"ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

გარდა ამისა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას განაგრძობს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ", - განაცხადა გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე აღნიშნავენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის წინასაგამოცდო პერიოდში მოსამზადებელი ყველა საჭირო მასალაა განთავსებული (საგამოცდო კრებულები, პროგრამები, ტესტების ნიმუშები და სხვ.).

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კიდევ გადაიდო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×