რეზონანსი
23.03.2020

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.

აქედან 90 უშუალო კონტაქტია.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო" ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში ინფიცირების უშუალო წყარო ცნობილი არ არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×