რეზონანსი
23.03.2020

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დაწერა.

„ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში",-წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×