რეზონანსი
23.03.2020

საქართველოში 8 გამოჯანმრთელებულიდან ერთ-ერთი ადამიანი კორონავირუსისა და მისი განცდების შესახებ წერილს ავრცელებს. პაციენტი წერს თუ როგორ დაამარცხა ინფექცია. გთვაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"იზოლაციიდან 1 კვირის შემდგომ ნელა ნელა გამოჩნდა სიმპტომები, რომელსაც სხვა დროს ალბათ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უფრო მძაფრად მეჩვენებოდა. სიმპტომები შემდეგში გამოიხატებოდა: ყელის სიმშრალე, ცოტათი ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო (მე ტემპერატურა არ მქონია), მაშინვე მივმართეთ ექიმს და გადაწყდა ჩემვის ანალიზის გაკეთება, მოვიდნენ სახლში ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები და აქედან დაიწყო ჩემი და კორონა ვირუსის საერთო ამბავი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს ვირუსი მექნებოდა, ვფიქრობდი რომ რამე მწვავე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ან რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი რომ მეფიქრა მის არსებობაზე, ამიტომ დიდად არ ვნერვიულობდი პასუხზე. საღამოს მღელვარებამ მაინც იმატა, დრო გადიოდა და არავინ არ მირეკავდა, ბოლოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ მაქვს ვირუსი...

ძალიან მინდა ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფექციური საავამდყოფოს ყველა ექიმს და თანამშრომელს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათ ხელში აღმოვჩნდი, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. გადაბმულად ათენებენ ღამეებს, რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით , რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მუდმივად გვამხნევებენ, დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ. ასევე სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სტრუქტურას რომელიც ჩართულია ამ საკითხში, ეს პერიოდი არცერთი წუთი არ მიგრძვნია უყურადღებობა მათგან. განსაკუთრებული მადლობა ასევე ჩვენს დღევანდელ გმირებს ბ-ნ ამირანს, პაატას და თენგიზს, ფასდაუდებელია მათი შრომა და ღვაწლი საქართველოს წინაშე" - წერს 8 გამოჯანმრთელებულთაგან ერთ-ერთი.

“ნიუპოსტი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×