რეზონანსი
23.03.2020

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა. შეზღუდვა საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესდა.დოკუმენტში ღონისძიების ორივე სახე დაკონკრეტებულია, რადგან ორივე შემთხვევაში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.

„იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)", - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×