რეზონანსი
23.03.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი მამაკაცის შემთხვევაში, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, დაგვიანებულ მომართვას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, პაციენტს საავადმყოფოში მისვლისას არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა.

„ნამდვილად დაგვიანებული მომართვა იყო, უბრალოდ მისი ოჯახის წევრებმა რატომ ჩათვალეს, რომ დიდხანი დაკვირვებოდნენ მას, ამის თქმა ჩვენთვის ძალიან რთულია. პაციენტი ჩვენთან სეფტიურ მდგომარეობაში მოვიდა. მას არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა. მე როგორც ვიცი, მას სახლში, დაახლოებით, 10 დღე აკვირდებოდნენ. 10 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელება, კლინიკური სხვადასხვა ნიშანი, მაგრამ არ იყო მძიმედ. თან პაციენტს გულის თანმხლები დაავადება აქვს, რიტმის მარეგულირებელი უდგას და ბუნებრივვია, რომ პაციენტი მარტივი სამართავი არ არის, თუმცა ჩვენ დავიწყეთ მკურნალობა და ვფიქრობთ, რომ სირთულეებს თავს გავართმევთ",-აღნიშნა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×