რეზონანსი
23.03.2020

ისანში მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა და ასევე შენობაში მყოფმა სხვა მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობისას გამოცხადებული ვალდებულები უხეშად დაარღვიეს.

როგორც "ნიუპოსტისთვის" მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, თანამშრომლები ერთმანეთს ფაქტობრივად ეხუტებიან, ფოიეში კი ერთ მეტრიანი დისტანცია დაცული არ არის.

შენობაში იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ეს რეკომენდირებულია.

"ნიუპოსტის" სოციალური მომსახურების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს დაუკავშირდა.

მათი თქმით, დარღვევა ამ დროსთვის აღმოფხვრილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×