რეზონანსი
23.03.2020

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი.

„ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტრდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი" , - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×