რეზონანსი
23.03.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან შემოვა. მისი თქმით ოთხშაბათიდან შესაძლებელი იქნება მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყოს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შერჩევა მოხდა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით.

„თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×