რეზონანსი
23.03.2020

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც მარნეულის "ჯეო ჯოსპიტალიდან" თბილისში გუშინ საღამოს გადმოიყვანეს, კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "პირველი საუნივერსიტეტო" კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე.

"პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ობსტრუციული დაავადება, პაციენტი შემოყვანისას იყო უაღრესად მძიმე, ამჟამად, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ" - განაცხადა ლევან რატიანმა.

ექიმის განმარტებით, პაციენტის ჰოსპიტალიზება დაგვიანებული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×