რეზონანსი
23.03.2020

კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - ადგილობრივი ჟურნალისტები მუნიციპალიტეტში არსებულ პანიკაზე საუბრობენ.

ისინი აცხადებენ, რომ ენის ბ ბარიერის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, კარანტინთან დაკავშირებული საკითხები ვერ გაიგო.

ჟურნალისტი თაკო დავაძე მარნეულში, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალზ საუბრობს და აცხადებს, რომ დაინფიცირებული ქალი მარკეტში მუშაობდა და უამრავ ადამიანს ემსახურებოდა, მას შეხება ჰქონდა ფულთანაც.

„ჩემს მესენჯერში არ წყდებოდა მესიჯები, მწერდნენ ჩემი მეგობრები და მოსახლეობა. რაც ვიცი ბოლო ინფორმაციით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მარკეტში მუშაობდა", - განაცხადა დავაძამ.

ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხუტუნიძის განცხადებით, კარანტინის დროს მარნეულში ბიზნეს ობიექტებს დიდი ზარალი მიადგებათ.

„გაუგებარი იქნება ჩემი აზრით მოსახლეობისთვის თუ რა ხდება და რა იქნება. ბიზნეს ობიექტებს მიადგება დიდი ზარალი და მარნეულში ბიზნესი არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საარსებო წყაროა მათთვის", - განაცხადა ჩხუტუნიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ამ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

“ნიუპოსტი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×