რეზონანსი
23.03.2020

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მული ამ­ბობს, რომ ეს­პა­ნეთ­ში სა­გან­გე­ბოდ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლის გვამს კრე­მა­ცია უნდა ჩა­უ­ტარ­დეს, ან ეს­პა­ნეთ­ში და­იკ­რძა­ლოს და მხო­ლოდ 5-6 წლის გას­ვლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის ექსგუ­მა­ცია და გა­დას­ვე­ნე­ბა.

"ეს­პა­ნეთ­ში ორი წე­ლია ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ცი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უდ­გი­ნეს სა­შოს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. დიდი წვა­ლე­ბით შე­ვაგ­რო­ვეთ თან­ხა და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ეს­პა­ნეთ­ში. აქ 2 მარტს ჩა­მოფ­რინ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დახ­ვდნენ კე­თი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. 

სამი დღე იყო თავ­შე­სა­ფარ­ში. მე­სა­მე დღეს და­ე­წყო კან­კა­ლი და სა­შინ­ლად ცუ­დად გახ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ლალი ჭი­ლა­ი­ას დახ­მა­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. ექი­მებ­მა თქვეს, სეფ­სი­სი აქ­ვსო და სას­წრა­ფოდ უნდა გავ­წმინ­დოთ ორ­გა­ნიზ­მიო. რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზ­მი გა­სუფ­თავ­და და პირ­ვე­ლი ქი­მია გა­უ­კე­თეს. ქი­მი­ის გა­კე­თე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ექი­მებ­მა თქვეს, კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქ­ვსო და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს იზო­ლი­რე­ბუ­ლად, და­უ­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა და ხუთ დღე­ში გვი­თხრეს, კო­რო­ნა ვირუ­სის­გან გა­ნი­კურ­ნა და მე­ო­რე ქი­მია უნდა და­ვი­წყო­თო. მე­ო­რე ქი­მია რომ გა­უ­კეთ­და, და­კარ­გა მხედ­ვე­ლო­ბა, წა­ერ­თვა ხელ-ფე­ხის მგრძნო­ბე­ლო­ბა, მაგ­რამ ისევ და­უბ­რუნ­და მე­ო­რე დღეს. მე­სა­მე დღეს კი დაგ­ვი­რე­კეს გამ­თე­ნი­ი­სას და გვი­თხრეს, პა­ცი­ენ­ტი დავ­კარ­გე­თო. ვერ აღვწერ ამ ტკი­ვილს.

გე­ვედ­რე­ბით, სთხო­ვეთ ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უშ­ვან გა­მო­ნაკ­ლი­სი და ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გაგ­ვა­ტა­ნონ, რომ დავ­კრძა­ლოდ წე­სი­სა­მებრ. გამ­წა­რე­ბულ­მა დე­დამ შვი­ლი და­ი­ტი­როს და შვი­ლებ­მა კი - დედა. გე­მუ­და­რე­ბით, დაგ­ვეხ­მა­რეთ. ისე­დაც დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს, და­უშ­ვით გა­მო­ნაკ­ლი­სი იმ ხუთი შვი­ლის ხათ­რით, ცი­რამ რომ და­უ­ტო­ვა სამ­შობ­ლოს.

 და­ვუ­კავ­შირ­დი სა­ელ­ჩოს და მი­თხრეს, რამ­დე­ნი­მე დღეა შე­იც­ვა­ლა კა­ნო­ნი ეს­პა­ნეთ­შიო. ეხლა ამ პან­დე­მი­ის დროს ან დაწ­ვა­ვენ სხე­ულს, ან დაკ­რძა­ლა­ვენ აქ და 5-6 წლის შემ­დეგ წა­ი­ღებ­თო. სა­ელ­ჩო გვერ­დით გვედ­გა, რაც შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

მისი მე­უღ­ლეც აქ არის. ჩემი ძმა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია და აკ­ვირ­დე­ბი­ან, რად­გან შე­ხე­ბა ჰქონ­და ცი­რას­თან. კო­რო­ნა­ვირუს­ზე ში­შო­ბენ. ჩემი ძმა გუ­შინ დაჭ­რი­ლი დათ­ვი­ვით ღრი­ა­ლებ­და. ღმერ­თამ­დე აღ­წევ­და მისი გან­წი­რუ­ლი ღრი­ა­ლი და გლო­ვა. მეც მქონ­და შე­ხე­ბა. წუ­თით არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ პა­ლა­ტი­დან, სულ გვერ­დით ვე­ჯე­ქი. პა­ლა­ტა­ში მთე­ლი ღამე მის გვერ­დით გა­ვა­ტა­რე და ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, ნე­ტავ, კი­დევ მეტი დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ის ჩემი ან­გე­ლო­ზი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ახლა მეც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვარ, მაგ­რამ წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ რომ ვნა­ხე", - განაცხადა ხათუნა ნა­ჭყე­ბი­ამ.

AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×