რეზონანსი
23.03.2020

“დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში არის N1 და ვინც მანდ ხართ, ბედნიერები ხართ, რომ ასეთი ყურადღების ქვეშ არის მოსახლეობა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი კავსაძე დაწერა.

„სამაგიეროდ, ჭკუის სწავლება კარგათ იციან. ამერიკაშიც დაახლოებით ასეთი ვითარებაა, როდესაც ცუნამივით შემოვარდა ვირუსი, ეს იდიოტები ყურსაც არ იბერტყავდნენ და მხოლოდ ახლა შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა! საავადმყოფოებს ტესტები არ ააქვთ და არც აინტერესებთ. მოკლედ, მაგრად დააგვიანეს. დღეს საქართველო არის N1 ამ საკითხში და არავინ არ დამიწყოს ეხლა “მოიცა რა”; ეგრეა და ვინც მანდ ხართ, ბედნიერები ხართ, რომ ასეთი ყურადღების ქვეშ არის მოსახლეობა! აბა, ერთი სთხოვე აქაურ ბანკირს, ერთი თვე “გადასახადი გადამივადე” – დაგცინებს! სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ძალიან შორს წამიყვანს! მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ – ბრავო საქართველო, ბრავო პრემიერ-მინისტრო“, – წერს ირაკლი კავსაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×