რეზონანსი
23.03.2020

ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალი პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×