რეზონანსი
23.03.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზრით, "აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან. თუკი კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მათ ჯერ ჯარიმა დაეკისრებათ, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და თუ კონკრეტული კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×