რეზონანსი
23.03.2020

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა.

საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაზე იმსჯელა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, შიდა გადაცემა, სარიტუალო გადაცემის დროს მოხდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბილნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად ცხადდება. რეგიონში განთავსდება განთავსდება საველე ჰოსპოტალი.

"მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ის, რომ ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×