რეზონანსი
23.03.2020

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, მძიმედაა.

მისი თქმით, 67 წლის ქალს, ქრონიკული დაავადებაც აქვს, ამასთან პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია.

"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა. მას 2007 წლისდან აქვს შაქრიანი დიაბეტი, აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო შუნტირების ოპერაცია.

როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაყვანილი იქნა პაციენტი მართვით სუნთქვაზე.

დაავადებისთვის შეუთავსებელი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასრულდება ძალიან ცუდად," - ამბობს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×