რეზონანსი
22.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებების უფროსი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.

მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი უკვე 8 ადამიანმა დაამარცხა.

"პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული გვყავს. დღეს საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა ხდებოდა ჩემს ოთახში. ისეთი ჟრიამული ატყდა და ისეთი ბედნიერები ვიყავით, კარგი იქნებოდა ვინმეს რომ გადაეღო ეს განწყობა, სიხარულს ვერ ვმალავდით როცა გავიგეთ რომ მათ აღარ აქვთ ინფექცია.' - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×