რეზონანსი
22.03.2020

ლეგენდარულ იტალიელ საოპერო მომღერალს, პლასიდო დომინგოს ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. მისი თქმით, ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება, განცალკავებით ოჯახისგან. მომღერლის განცხადებით, მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

"ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას გითხრათ, რომ COVID19-ზე ტესტმა დადებითი პასუხი დააფიქსირა. მე კორონავირუსით ვარ დაინფიცირებული. მეც და ჩემი ოჯახიც იზოლირებულები ვართ იმდენი ხნით, რამდენადაც მას სამედიცინო პერსონალი ჩათვლის საჭიროდ",-დაწერა პლასიდო დომინგომ.

საზოგადოებისთვის გავრცელებულ განცხადებაში პლასიდო დომონგო ხელების ხშირად დაბანვასა და სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×