რეზონანსი
22.03.2020

ესპანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, COVID-19-ის მსხვერპლი ამჯერად 73 წლის სერგო მელაძე გახდა, რომელიც ბარსელონაში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სერგო მელაძე ყოფილი ბიზნესმენია, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს არაერთხელ დახმარებია.

„ძალიან კარგი კაცი იყო, მხიარული, განათლებული, თეატრალური ჰქონდა დამთავრებული. ყოფილი ბიზნესმენია და ადგილობრივ ქართველებს ბევრჯერ დახმარებია", - უყვება „პრაიმტაიმს" ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

ესპანეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 3 ქართველი გარდაიცვალა.

"პრაიტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×