რეზონანსი
22.03.2020

მარნეულის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი" ჩართვისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ერთი საათის უკან შემოგვიყვანეს პაციენტი, საქართველოს მოქალაქე მარნეულის საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეპიდანამნეზი ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს პაციენტი შევიდა 18 რიცხვში მარნეულის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით, განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადასტურდა, რომ არის კოვიდით ინფიცირებული ქალბატონი. შემოყვანისას იყო ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტი, რომელიც ამ ეტაპამდე გრძელდება გემოდინამიკის რღვევით" ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×