
მთავრობა ბაკურიანის მთლიანად საკარანტინე ზონად გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად "პრესა.ჯი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საკარანტინო ზონა მოეწყობა გოდერძის უღელტეხილზეც, მას შემდეგ, რაც ამინდები გაუმჯობესდება.
სასტუმროს ნომრების აღრიცხვა უკვე დაწყებულია, რომელშიც საპოლიციო ძალების გარდა, თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები არიან ჩართულნი.
ასევე გავარკვიეთ რომ ბაკურიანში უკვე გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაში.
მათ შორის, სასტუმრო Bakuriani Inn-ში, სადაც ძირითადად რუსეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული პირები მოათავსეს.
გარდა ამისა, ბაკურიანის სხვადასხვა სასტუმროებში, მაგალითად, ვილა პალასში გადანაწილებულია კიდევ 30 ადამიანი, საღამომდე კი, 35-ს ელოდებიან.
მდებარეობითა და სასტუმროების რაოდენობით, ბაკურიანი საკარანტინე ზონისათვის შესაფერისად ჩაითვალა.
წყარო: “Presa.ge“