რეზონანსი
22.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 3 პაციენტის ჯანმრთელობს მდგომარეობა მძიმეა.

ეზუგბაიას განმარტებით, მძიმე პაციენტებიდან 2 ქალბატონია და ერთი მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მისივე თქმით მამაკაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით.

„3 პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით ავღნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი, გარკვეულ წილად ისევ, პროგნოზულად პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. გარდა ამის კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა და ვნახოთ დინამიკაში, რა სიტუაცია გვექნება, ამ წუთში თითქოსდა სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ პროგნოზი ამ პაციენტთანაც სერიოზული შეიძლება იყოს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×