რეზონანსი
22.03.2020

70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის პირბადეების დარიგება 23 მარტიდან დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, პირბადეების წარმოებაში უკვე ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ნედლეულის რითმული მიწოდება აეწყობა, დაიწყება პირბადეების მასობრივი წარმოება.

„იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში, რეკორდულ პერიოდში, ძალიან სწრაფად შევძელით, რომ აგვემოქმედებინა პირბადეების წარმოება, რომელიც ადრე არ გვჭირდებოდა და ნულიდან დავიწყეთ, დღეს უკვე არის გამართული. პირბადეების წარმოებაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ნედლეულის რითმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყეთ წარმოება. დღეს რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული, შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვინც დგანან ფრონტის წინა ხაზზე და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის, მედია ხართ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ყველანი გაგებით უნდა მოეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები, ორშაბათიდან ვიწყებთ დარიგებას ამ პრიორიტეტით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×