რეზონანსი
22.03.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ მიმართა.

რატიანის განმარტებით, შუახნის ქალბატონი საქართველოში არსებულ კლასტერებში შედის და წყაროც არსებობს.

„ახალი ინფიცირებული პაციენტი, არის საშუალო ხნის ქალბატონი, ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა, ზედა სასუნთქის კატარალური მოვლენებით, ეჭვი იქნა მიტანილი, ვინაიდან, წყარო არსებობდა და კლასტერშიც იყო, რომლებიც ჩვენთან არიან. აქედან გამომდინარე ანალიზი გაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში და დადასტურდა COVID 19-ით ინფიცირება. ქალბატონი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ბოლო რამდენიმე საათი წამოვიდა, ტემპერატურა, ყელის სიმშრალე და ამიტომ მომართა კლინიკას. ტესტირება ეტაპობრივად ხორციელდება, ანუ მოდის ლუგარის ლაბორატორია, იმედია ჩვენც მალე გვექნება ეს ტესტები და არ გვექნება დროში დაყოვნება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი უკვე გაწერილია კლინიკიდან და თვითიზოლაციას გადის, ერთი კი საავადმყოფოს დღეს დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×