
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.
გარდაცვლილი ქართველი ქალი 5 შვილის დედა, 34 წლის ცირა ალიხანაშვილია. ის ოჯახთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა. მას საქართველოში მელანომა დაუდგინეს, რის გამოც საქველმოქმედო ფონდ "დედების ფონდმა" ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა.
"ქიმიოთერაპია 17 ათასი ლარი ჯდებოდა... ჩვენ მათი გზის ფული დავაფინანსეთ. დახლოებით ორი კვირის წინ წავიდნენ. ჩემი ინფორმაციით იქ სხვა დიაგნოზი დაუდგინდა და არ იყო ეს მელანომა. დაიწყეს მკურნალობა და როგორც ჩანს ორგანიზმმა ვერ გაუძლო. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებას, სავარაუდოდ, კლინიკის ტერიტორიაზე დაემართა, ვერ გეტყვით, არ მაქვს მე ამის შესახებ ინფორმაცია...
გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა, სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ... ბავშვებს ახლა მამა და მამიდა მიხედავენ" - განუცხადა "ამბებს" ფონდის თანამშრომელი ლიკა წიქარიშვილმა.