რეზონანსი
22.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა შემოტანილი. მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ის არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი. ასაკს არ ვამბობთ, 0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი. შემოვიდა ერთი ახალი ბავშვთა ასაკიდან, მისი ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია, არ იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს ამ ეტაპზე ჩვენ ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×