რეზონანსი
22.03.2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს მიმართვას, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირდებით:

"რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო სიტუაცია, მაგრამ საქართველოს სისტემა უკეთესადაა მომზადებული ამ ეპიდემიიისთვის, ვიდრე რეგიონის ქვეყნების უმეტესობა. საქართველოში არიან პროფესიონალი, თავდადებული ექიმები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არის საფრთხე, შეიძლება საქართელოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს. ყველა ჩვენგანმა გამოიჩინოს თანადგომა და სოლიდარობა. 

დიდი აღტაცებით ვუყურებ ახალგაზრდები როგორ ეხმარებია საზოგადოების დაუცველ წევრებს და დიდი მადლობა მათ.

წინ იქნება მეორე ტალღა – ეკონომიკური გაჭირვებისა. ხალხს ეუბნებიან რომ დარჩნენ სახლში და ხალხი გამოდიოდა ქუჩაში ლუკმა-პურის საშოვნელად, ახლა რჩებიან ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე. ეს ხალხი ახლა არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და საზრუნავი.

2008 წელს იყო მძიმე კრიზისი, მაგრამ საქართველომ შეინარჩუნა ლარის სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კრიზისს დაემატა რუსეთის აგრესია. მაგრამ როცა ორგანიზებული ხარ, შეიძლება სასწაულები გააკეთო და შენს ხალხს შეუმსუბუქო ყოფა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×