
ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
"არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, ტომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება", - აღნიშნა იმნაძემ.
დადასტურებულად ამ ქალბატონის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი გახდა. ის 5 შვილის დედა იყო და ევროპაში ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ იყო წასული.
მთავრის ინფორმაციით, ეს ქალბატონი პატარა გიორგის დედაა, რომელსაც საზოგადოება "სიკეთის ქალაქიდან" იცნობს.