
საპარალენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ჯარის გამოყენების აუცილებლობა ქვეყანაში არ არის.
„ჯარის გამოყენება და მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ ხელისუფლებას საჯარისო შენაერთების ქუჩაში გამოყვანა დაგვჭირდება, ვფიქრობ, საქმე აქამდე ნამდვილად არ მივა.
ჩვენ აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და მიდგომა გვაქვს, ასეთი ღონისძიებების გატარება, ჩემი აზრით, საჭირო არ იქნება. ჩვენი ზეპირი კონსულტაციების ფორმატი არ ითვალისწინებდა და დღის წესრიგშიც კი არ დამდგარა, რადგან პოლიცია თავის საქმეს დღემდე კარგად ართმევს თავს, ისევე როგორც ტიკარაძის და დავითაშვილის უწყება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრობლემები არ გვექნება აღსრულების ნაწილში, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ თემას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან".